რა ხდება არგენტინის თავს ? (ნაწილი 1)

633

ჩვენი მომდევნო სასაუბრო თემა მოახლოებული მუნდიალის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი და ყველასთვის ამოუცნობი არგენტინის ნაკრები იქნება.

ძალზე ვარსკვლავური შეტევის ფონზე არგენტინის ნაკრებში შევხვდებით ისეთ ფეხბურთელებსაც, რომელიც შესაძლოა ფართო მასებისთვის საერთოდ არ იყოს ცნობადი სახე. ძირითადად ეს დაცვასა და ნახევარდაცვაზე ითქმის, სადაც ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება. მუნდიალის დაწყებამდე 38 დღით ადრე ალბისელესტეს მთავარ მწვრთნელს გუნდის შენება ჯერაც არ დაუსრულებია.

მეკარე

,,მანჩესტერი” მას სათადარიგო მეკარედ იყენებს, თუმცა ის გუნდის გამოცვლაზე საერთოდ არ ზრუნავს. არგენტინის ნაკრების კარს წლებია სტაბილურად სერხიო რომერო იცავს, რომელსაც ინგლისურ კლუბში მიზერული დრო ეძლევა. (მიმდინარე სეზონი 9 თამაში – 810 წუთი)

ალბისელესტეში მეკარის პოზიცია ალბათ შეტევის შემდეგ ყველაზე საიმედო ხელშია.

რომერომ განვლილ შესარჩევ ციკლში 18 თამაშში 16 გოლი გაუშვა, რაც ბრაზილიის შემდეგ მეორე მაჩვენებელია(ბრაზილიას 11).

როდესაც ამ კიპერს ვახსენებთ აუცილებლად უნდა ვთქვათ მისი თამაში გასულ მუნდიალზე ნახევარფინალში, სადაც პენალტების სერიაში ჰოლანდიასთან ორი ბურთის აღება შეძლო და არგენტინა ფინალში გაიყვანა.

საკმაოდ კარგი რეაქციის მქონე მეკარე, რომელსაც სამხრეთამერიკელების სტილში მკვდარი ბურთების აღება შეუძლია. (1.92 სიმაღლე)

მეორე კიპერი: ვილი კაბალიერო

დაცვა

3-4-3 ან 4-3-3 არჩევანი სწორედ ამ ორ ტაქტიკაში გაკეთდება. არგენტინის დაცვის ერთადერთი სტაბილურ წევრად ნიკოლას ოტამენდი მოიაზრება, თუმცა ძალიან საინტერესოა ვინ გახდება მისი მეწყვილე

,,რომაში” კარგი სეზონი აქვს ფედერიკო ფაზიოს, რომელიც ოტამენდისთან შეწყვილების უპირობო ფავორიტია. ის ფიზიკურად ძლიერი, საკმაოდ მაღალი და მებრძოლი ფეხბურთელია.

სამმცველიანი ტაქტიკის არჩევის შემთხვევაში ცენტრალური დაცვის მარჯვენა ზონაში გაბრიელ მერკადო გამწესდება, ხოლო როხო და მასკერანო სათადარიგო სკამზე იქნებიან. ოთხმცველიან ტაქტიკაში კი მარცხენა ფლანგზე თამაში მარკოს როხოს, მარკოს აკუნას ან ემანუელ მასს მოუწევს.

ხავიერ მასკერანო – ჩინური კარიერისა და ბოლო პერიოდში წარუმატებელი გამოსვლის მიუხედავად, მაინც საჭირო პერსონაა არგენტინის ნაკრებისთვის ხავიერ მასკერანო, რომელიც ძალზე გამოცდილი ფეხბურთელია და თუნდაც სათადარიგო სკამიდან ნაკრებს ბევრს შემატებს.