სერია ა, ტურის პრევიუ და პროგნოზები (36-ე ტური)

507

სერია ა-ს წინა ტურმა სეზონის გარკვეული ინტრიგები ჩააცხრო, როდესაც ,,იუვენტუსმა“ ,,ინტერს“ მოუგო, ხოლო ,,ნაპოლი“ ,,ფიორენტინასთან“ დამარცხდა. ოთხ ქულიანი სხვაობა აღდგა და ,,იუვენტუსს“ ზედიზედ მეშვიდე სკუდეტომდე ფაქტიურად აღარაფერი აშორებს. მოახლოებულ ტურში ბიანკონერი ,,ბოლონიას“ უმასპინძლებს და თასის ფინალის წინ კარგი განწყობის შექმნას შეეცდება. შეგახსენებთ, რომ 9 მაისს ,,ოლიმპიკოზე“ იტალიის თასის ფინალში ,,იუვენტუსს“ ,,მილანი“ შეხვდება.

22:45 ,,იუვენტუსი“ – ,,ბოლონია“ 05.05.2018

პროგნოზი: 1 და 2.5ზე მეტი

ლოგიკური გაგრძელება იქნება თუ აქვე თასის მეორე ფინალისტსაც შევეხებით, რომელიც როგორც ზევით გითხარით ,,მილანი“ გახლავთ. სან სიროს ამ ტურში გავარდნის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი ,,ჰელას ვერონა“ ესტუმრება და მატჩი კი შესაძლოა შედარებით ფერ დაკარგულია, თუმცა ,,მილანსაც“ სურს თასის ფინალის წინ გამარჯვების მოპოვება და შესაბამისად წინა წრეში მარცხისთვის რევანშის აღება, ხოლო ,,ვერონას“ მიზნები სერია ა-ში ადგილის შენარჩუნებაზე გადის. შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 17 დეკემბერს გამართულ მატჩში ,,მილანი“ ბენტეგოდიზე 3-0 დამარცხდა. ყველა ფაქტორის გათვალისწინებით კი მაინც საინტერესო 90 წუთი გველოდება.

20:00 ,,მილანი“ – ,,ჰელას ,,ვერონა“ 05.05.2018

პროგნოზი: 2.5ზე ნაკლები

ასევე რევანშის სურვილით მიემგაზვრება ,,ინტერი“ ფრიულიზე, სადაც მილანურ კლუბს ,,უდინეზესთან“ შეხვედრა ელის. ალბათ გახსოვთ, როდესაც ნერიაძური სეზონის სტარტზე წაუგებლად ასპარეზობდა ამ სერიას წერტილი სწორედ უდინელებთან დაესვა, როდესაც მათ მეაცაზე 1-3 იმარჯვეს.

ახლა ,,უდინეზე“ იტალიურ ელიტაში დარჩენას, ხოლო ,,ინტერი“ ევროპულ ელიტაში მოხვედრას ცდილობს, რამაც წინა ტურში მარცხისა და ,,ლაციოს“ გამარჯვების შემდეგ შანსები დაიკლო. დიდი ალბათობით ,,ინტერი“ მხოლოდ ევროპა ლიგაზე გასვლას დაჯერდება. ტუდორის გუნდს კი გასავარდნ ზონამდე 3 ქულა აშორებს, თუმცა იმდენად დიდი სიმჭიდროვეა ცხრილის ქვემო ნაწილში, რომ რთული სავარაუდოა თუ ვინ დატოვებს სერია ა-ს

14:30 ,,უდინეზე“ – ,,ინტერი“ 06.05.2018

პროგნოზი: ინტერი მოიგებს და იკარდი გაიტანს

,,ლაციომ“ იმობილეს გარეშე უკვე იმარჯვა და იგივეს გაკეთება მოუწევს ახლა უკვე საშინაო შეხვედრაში, სადაც ,,ოლიმპიკოზე“ მათი ოპონენტი ჯან პიერო გასპერინის საკმაოდ სიმპატიური ,,ატალანტა“ იქნება, რომელიც ევროპა ლიგაზე მოხვედრას ზედიზედ მეორედ ცდილობს და მეექვსე პოზიციაც მყარად უკავია. ,,ლაციო“ კი სერია ა-ს დასრულებამდე სამი ტურით ადრე ძალიან ახლოსაა ჩემპიონთა ლიგის საგზურთან და ტურნირზე 11 წლიანი პაუზის შემდეგ გასვლასთან. რომაულ კლუბს საკმაოდ მყარი ოთხ ქულიანი ფორა აქვს.

17:00 ,,ლაციო“ – ,,ატალანტა“ 06.05.2018

პროგნოზი: 2.5 მეტი გოლი

უხასიათო ,,ნაპოლის“ ერთ-ერთ ბოლო საჩემპიონო გაბრძოლებას ვიხილავთ კვირას, სადაც სან პაოლოზე ასევე კიდევ ერთი უმოტივაციო გუნდი კერძოდ ,,ტორინო“ ჩავა. ნეაპოლებების მიზნები და ოცნებები კი მინიმუმ 2019 წლის მაისამდე ოცნებადვე დარჩება.

17:00 ,,ნაპოლი“ – ,,ტორინო“ 06.05.2018

პროგნოზი: 2.5 მეტი გოლი

ტურს კი ჩემპიონთა ლიგიდან ასპარეზობას ღირსეულად გამოთიშული ,,რომას“ შეხვედრა დახურავს, რომელიც სარდიანიას ეწვევა და მატჩს ,,კალიარის“ წინააღმდეგ გამართავს.

პროგნოზი: რომა მოიგებს

ტურის სხვა შეხვედრები

17:00 ,,კიევო“ – ,,კროტონე“ 06.05.2018

17:00 ,,ჯენოა“ – ,,ფიორენტინა“ 06.05.2018

17:00 ,,სპალი“ – ,,ბენევენტო“ 06.05.2018

20:00 ,,სასუოლო“ – ,,სამპდორია“ 06.05.2018