ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები (ნაწილი პირველი)

843

წინა რუბრიკებში ჩვენ განვიხილეთ ქართველი სპორტსმენების გამოსვლები როგორც ზაფხულის ისე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, ეხლა კი ერთად გავიხსენოთ ჩვენი ჩემპიონები.

დავით ციმაკურიძე

დაიბადა 1925 წლის 29 მარტს ფოთში. თავისუფალი სტილის მოჭიდავე (79 კგ).

პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი (1952, ჰელსინკი). სსრკ შვიდგზის ჩემპიონი (1945, 46, 47, 49, 50, 51, 52), მეორე (1954) და მესამე (1948) პრიზიორი. სსრკ ჩემპიონატების ორგზის  მეორე პრიზიორი (1947, 48) ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, სსრკ და საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი. ფილას, ღირსებისა და  ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენების კავალერი.

გარდაიცვალა 2006 წლის 8 მაისს.

მედეა (მზია) ჯუღელი

დაიბადა 1926 წლის 1 აგვისტოს ქუთაისში. სპორტული ტანმოვარჯიშე. XV ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გუნდურ პირველობაში და მეორე პრიზიორი საგნით ჯგუფურ ვარჯიშში (1952, ჰელსინკი). მსოფლიოს სტუდენტური თამაშების ოთხგზის ჩემპიონი (1951, 54), სსრკ რვაგზის ჩემპიონი ბჯენით ხტომებსა (1946-55), საქართველოს (1962-65) და სსრკ ნაკრების მწვრთნელი (1965-70). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი. თბილისის საპატიო მოქალაქე, ვახტანგ გორგასლის II და III ხარისხისა და ღირსების ორდენების კავალერი.

რაფაელ ჩიმიშკიანი

დაიბადა 1929 წლის 23 მარტს თბილისში. ძალოსანი (56, 60 კგ). XV ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1952, ჰელსინკი), მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი (1954, 55) და ორგზის მეორე პრიზიორი (1950, 53), ევროპის ექვსგზის ჩემპიონი (1950, 51, 54-57) და მეორე პრიზიორი (1953), მსოფლიო უნივერსიადის ჩემპიონი (1951), სსრკ ათგზის ჩემპიონი (1949-60), მსოფლიოს 11-გზის რეკორდსმენი, აქედან 5 რეკორდი დამყარებული აქვს სამჭიდში: 337,5 კგ (1952), 340 კგ (1953), 342,5 კგ, 345 კგ, 350 კგ (1954). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი. თბილისის საპატიო მოქალაქე,  ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენების კავალერი.

გივი კარტოზია

დაიბადა 1929 წლის 29 მარტს ბათუმში. ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავე(79 კგ). XVI ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1956, მელბურნი), XVII ოლიმპიადის მესამე პრიზიორი (1960, რომი), მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი (1953, 55, 58), მსოფლიოს თასის მფლობელი (1956), სტუდენტთა მსოფლიოს თამაშების გამარჯვებული (1951), სსრკ ოთხგზის ჩემპიონი (1952-55). ქართველ სპორტსმენთაგან პირველმა მოიპოვა  მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული. საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი (ვერცხლის პრიზი). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, ვახტანგ გორგასლის II და III ხარისხის ორდენების, ფილას და ღირსების ორდენების კავალერი.
გარდაიცვალა1998 წლის  3 აპრილს.

მირიან ცალქალამანიძე

დაიბადა 1927 წლის 9 მარტს კონდოლიში, თელავი. თავისუფალი სტილის მოჭიდავე (52 კგ). XVI ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1956, მელბურნი), მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე (1957) და მესამე (1954) პრიზიორი, მსოფლიოს თასის მეორე პრიზიორი (1956), სსრკ ხალხთა I სპარტაკიადის ჩემპიონი (1956), სსრკ ჩემპიონი (1954,). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, ვახტანგ გორგასლის II ხარისხისა და ღირსების ორდენების კავალერი.
გარდაიცვალა 2000 წლის 3 აგვისტოს.

რობერტ შავლაყაძე

დაიბადა 1933 წლის 1 აპრილს თბილისში. მძლეოსანი, სიმაღლეზე მხტომელი. საუკეთესო შედეგი _ 217 სმ. XVII ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1960, რომი) _ 216 სმ, XVIII ოლიმპიური თამაშების მონაწილე (1964, ტოკიო, IV-V ადგილი). ევროპის ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1962), სსრკ ჩემპიონი (1964), სოციალისტური ქვეყნების თამაშებში შვიდგზის გამარჯვებული (1957-63), ძმები ზნამენსკების საერთაშორისო ტურნირის ხუთგზის ჩემპიონი (1958-62), `გიგანტთა მატჩში~ (აშშ-სსრკ) გამარჯვებული (1959), სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი და ფიზიკური აღზრდის კათედრის გამგე (1981-93), ღირსების, ვახტანგ გორგასლის II ხარისხისა და სოკის ორდენების კავალერი.

ავთანდილ ქორიძე

დაიბადა 1935 წლის 15 აპრილს თბილისში. ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავე (67 კგ). რომის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1960), მსოფლიოს ჩემპიონი (1961), სსრკ ჩემპიონატის ორგზის მეორე (1957, 60) და მესამე (1958) პრიზიორი, `ადრიატიკის~ თასის მფლობელი (1959). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. 1966 წლის 11 აპრილს დაიღუპა ავტოკატასტროფაში ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორ რომან ძნელაძესთან ერთად.

ნუგზარ ასათიანი

დაიბადა 1937 წლის 16 ივლისს ქუთაისში. ხმლით მოფარიკავე.  XVIII ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გუნდურ ტურნირში (1964, ტოკიო), XVII ოლიმპიური თამაშების მონაწილე (1960, რომი. მეოთხედფინალი), მსოფლიოს ჩემპიონი გუნდურ შეჯიბრებაში (1965), ორგზის მეორე (1961, 63) და მესამე პრიზიორი (1962), სტუდენტთა მსოფლიო თამაშების მეორე პრიზიორი (1961), სსრკ ჩემპიონი პირად (1961) და გუნდურ შეჯიბრებებში (1960-64), სსრკ თასის ოთხგზის მფლობელი (1960-68). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი. ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის კავალერი.

გარდაიცვალა 1992 წლის 2 აპრილს.

ვაჟა კაჭარავა

დაიბადა 1937 წლის 2 იანვარს თბილისში. ფრენბურთელი. თამაშობდა თბილისის `ბურევესტნიკში~ (1955-64) და მოსკოვის `დინამოში~ (1965-71), სსრკ ნაკრებში (1959-67). XVIII ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1964, ტოკიო), ევროპის ჩემპიონი (1967) და მესამე პრიზიორი (1963), მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1966), მსოფლიოს თასის მფლობელი (1965), უნივერსიადის ორგზის ჩემპიონი (1963, 65), სსრკ ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1965), სსრკ ხალხთა სპარტაკიადების ორგზის მეორე (1967, 71) და მესამე პრიზიორი (1963). მოსკოვის ბაუმანის სახელობის ტექნიკური სასწავლებლის გუნდის და სსრკ ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი (1976-77), საქართველოს კაცთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი (1984-94), სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, რუსეთის ფედერაციისა და სსრკ დამსახურებული მწვრთნელი. ვახტანგ გორგასლის II ხარისხისა და სეოკის ღირსების ორდენების კავალერი.

ვიქტორ სანეევი

დაიბადა 1945 წლის 3 ოქტომბერს სოხუმში. მძლეოსანი, სამმხტომელი. XIX, XX და XXI ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1968, მეხიკო _ 17,39 მ;  1972, მიუნხენი _ 17,35 მ;  1976, მონრეალი _ 17,29 მ), XXII ოლიმპიადის მეორე პრიზიორი (1980, მოსკოვი _ 17,24 მ), ევროპის ზამთრისა და ზაფხულის ჩემპიონატებში რვაგზის გამარჯვებული (1969, 71-72, 74-77), სსრკ ექვსგზის ჩემპიონი (1968-70, 73-74, 78) და მეორე პრიზიორი (1967), სსრკ ხალხთა V (1971) და VI (1975) სპარტაკიადების ჩემპიონი, ევროპის თასის ოთხგზის მფლობელი (1970, 73-75), მსოფლიოს უნივერსიადის ჩემპიონი (1971), სამგზის მსოფლიო რეკორდსმენი (1968 _ 17,23 და 17,39 მ;  1972 _ 17,44 მ). საუკეთესო პირადი შედეგი _ 17,44 მ. საქართველოს სამგზის წლის საუკეთესო სპორტსმენი (1968, 72, 76). საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი (ოქროს პრიზი). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. სოკის, ღირსების, ვახტანგ გორგასლის I და II ხარისხის ორდენების კავალერი. 1992  წლიდან ცხოვრობს ავსტრალიაში და არის ამ ქვეყნის მოქალაქე. სიდნეის ოლიმპიურ თამაშებზე (2000) იყო საქართველოს ოლიმპიური ატაშე.

რომან რურუა

დაიბადა 1942 წლის 25 ნოემბერს მუხურჩაში, მარტვილი. ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავე (63, 68 კგ). XIX ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1968, მეხიკო), XVIII ოლიმპიური თამაშების მეორე პრიზიორი (1964, ტოკიო), მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი (1966, 67, 69, 70). სსრკ  ხალხთა III, IV, V სპარტაკიადების ჩემპიონი (1963, 67, 71), სსრკ სამგზის ჩემპიონი (1964, 65, 70), საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი (1984-85) და სსრკ ნაკრების მწვრთნელი (1984-87). სსრკ სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის, სოკის, ფილას და ღირსების ორდენების კავალერი.