ვილაშ-ბოაში დორტმუნდში?

563

დორტმუნდის “ბორუსია“ მთავარი მწვრთნელის პეტერ შტიოგერის შემცვლელს ეძებს.

52 წლის სპეციალისტს, რომელმაც კლუბი სეზონის შუაში ჩაიბარა, დორტმუნდელებთან კონტრაქტი ეწურება.

Goal.com-ის ინფორმაციით, “ბორუსიას“ ხელმძღვანელობა პორტუგალიელ სპეციალისტს ანდრე ვილაშ-ბოაშს დაუკავშირდა. გარდა ამისა, “ბორუსიას“ ჩაბარება ლუსიენ ფავრსაც შეუძლია.

ვილაშ-ბოაშის ბოლო სამუშაო ადგილი ჩინური “შანხაი ტელეისი“ იყო. აქამდე ის “პორტუსთან“, “ჩელსისთან“, “ტოტენჰემთან“ და “ზენიტთან“ მუშაობდა.