ზინედინ ზიდანი: ლა ლიგის მოგება გაცილებით რთულია, ვიდრე – ჩემპიონთა ლიგის

685

6 მაისს, “კამპ ნოუზე” ბარელონა ლა ლიგის 36-ე ტურის მატჩში მადრიდის რეალს უმასპინძლებს. კატალონელებმა ტიტული ვადამდე მოიპოვეს და მომავალმა “ელ კლასიკომაც” ინტრიგა გარკვეულწილად დაკარგა, თუმცა ბარსა-რეალის დაპირისპირება განსაკუთრებულ ინტერესს, როგორც ყოველთვის, ახლაც აღძრავს.

თამაშის წინა დღეს მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

ზიდანი: კარგ ფორმაში ვართ, შესანიშნავად დავისვენეთ და ხვალინდელი თამაშისთვის მზად ვართ.

ცნობილია, რომ საჩემპიონო დერეფანი არ იქნება, მაგრამ არც ანდრეს ინიესტას დააფასებთ?

ზიდანი: მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მოგების შემდეგ, ბარსელონამ ჩვენ საჩემპიონო დერეფანი არ გაგვიკეთა და ახლა არც ჩვენ ვაპირებთ ამის გაკეთებას. მთავარია, პატივს ვცემ იმას, რასაც მიაღწიეს – გაიფორმეს დუბლი. ვულოცავ.

ინიესტა არის ფეხბურთელი, რომელსაც აღფრთოვანებაში მოვყავართ. ის არაჩვეულებრივი მოთამაშეა. ყველამ იცის, რა გაუკეთებია მას თავისი კარიერის განმავლობაში და როგორ ფეხბურთელი და ადამიანია. მას მომავალში წარმატებას ვუსურვებთ.

ისკო და ვარანი არ ითამაშებენ?

ზიდანი: ეს არის მატჩი, რომელიც 3 ქულას იძლევა. მართალია, შედეგის მიუხედავად, სატურნირო მდგომარეობა არ შეიცვლება, მაგრამ ჩვენ მაინც გამარჯვებისთვის ყველაფერს გავიღებთ. არ ითამაშებს მხოლოდ ის, ვინც გამოჯანმრთელება ვერ მოასწრო. შემადგენლობა გვაძლევს შესაძლებლობას, რომ შევცვალოთ ასეთები.

გეგმავთ ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ ფეხბურთელების დასვენებას?

ზიდანი: არა, საერთოდ არა. არ ვაპირებ ხვალ ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ფიქრს. ეს რომ ასე იყოს, მაშინ სეზონის დარჩენილ მატჩებში ჩვენ თამაშს აზრიც არ ექნებოდა. მოთამაშე, რომელიც 100%-ით მზად არაა, არ ითამაშებს, მაგრამ დანარჩენები მოედანზე გავლენ.

სერხიო რამოსი ითამაშებს?

ზიდანი: რამოსი ჩვენი კაპიტანი და ლიდერია. მისი მნიშვნელობა ჩვენთვის განუზომელია. ის სამაგალითოა, რომელიც მოტივაციას გარშემო ყველას გადასცემს. მოხარული ვარ, რომ მასთან მუშაობა მიწევს.

თქვენთვის პრიმერაში გამარჯვება ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე მნიშვნელოვანია?

ზიდანი:  სულ ვამბობ, რომ ლა ლიგის მოგება უფრო რთულია.

შეეცდებით, კლასიკოში ტრავმები აირიდოთ?

ზიდანი: ამაზე ვერ ვიფიქრებთ. მთელი ყურადღება თამაშზე უნდა გვქონდეს გადატანილი. გულშემატკივრის ინტერესი მატჩისადმი ნაკლებია, რადგან ჩემპიონი უკვე ცნობილია, მაგრამ არ მგონია, რომ სასტარტო სასტვენის შემდეგაც ასე იქნება.

 წყარო: popsport.com