ლიხშტაინერი “იუვენტუსიდან“ მიდის

605

შვეიცარიელი მცველი შტეფან ლიხშტაინერი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ იტალიუ გრანდ ტურინის “იუვენტუსიდან“ წავა.

“ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო და უდიდეს კლუბში ვთამაშობ, მაგრამ არჩევანი უკვე გავაკეთე. ჩემი მომავალი “იუვენტუსისგან“ შორს იქნება.

იტალიიდან წავალ თუ არა? დიახ, მაგრამ კარიერას სად გავაგრძელებ ვერ გეტყვით, რადგან ჯერ კონტრაქტი არ გამიფორმებია“ – ციტირებს 34 წლის ფეხბურთელს ინტერნეტპორტალი calciomercato.com

წყარო: adjarasport.com