რა ხდება არგენტინის თავს ? (ნაწილი 3)

776

მწვრთნელი

სამპაოლი საკმაოდ ნორმალური სპეციალისტია, რაც ჩილეს ნაკრებში კოპა ამერიკის მოგებითაც დაამტკიცა. მისი ფეხბურთი მოთამაშეთა ორგანიზებულ მოქმედებას ეფუძნება. ამ მსოფლიოზე ნაკლებად, თუმცა მას საკმარისი დრო თუ მიეცა ვფიქრობ არგენტინის ნაკრები მხოლოდ მოგებული დარჩება.

საკვანძო ფეხბურთელი

უსიტყვოდ ლიონელ მესი

შემდეგ სერხიო აგუერო მოიაზრება, რომელმაც მესის კარგი პარტნიორობა უნდა გაუწიოს, ხოლო ასევე დიდი როლი დაეკისრება ლუკას ბილიასაც, რომელსაც ცენტრის გამაგრება ევალება.

გზა

არგენტინას საკმაოდ რთული გზა შეხვდა. ისლანდია, რომელიც ყველასთვის უხერხული მეტოქეა თავისი დამალული და ჩუმი პლიუსებით.

ნიგერია და ხორვატია – ორი ორგანიზებული და ფიზიკურად ძლიერი გუნდი. არგენტინას ჯგუფური ეტაპიდანვე ძალების სრული დახარჯვა მოუწევს, რადგან მეორე პოზიციის დაკავების შემთხვევაში დიდია ალბათობა იმისა, რომ ფლეიოფის პირველ ეტაპზე მათი პირველი მეტოქე საფრანგეთი გახდეს.

ძლიერი და სუსტი მხარეები

არგენტინული ფეხბურთი დიდი ხანია კრისიზში იმყოფება. სრული იმედგაცურება იყო 2010 წლის მუნდიალი, სადაც გუნდს დიეგო მარადონამ უხელმძღვანელა. ოთხი წლის წინ მართალია მსოფლიო თასის მოგებამდე ერთი ნაბიჯი დააკლდათ, თუმცა ყველაფერი რიგზე არც მაშინ იყო.

არგენტინის ნაკრებმა მუნდიალის საგზური ბოლო ტურში გაიფორმა, რაც კიდევ დიდ არსებულ პრობლემებზე მიგვითითებს.

ბოლო წლებში ფინალში მარცხით გამოწვეული იმედგაცრუებათა მთელი ციკლი ვიხილეთ არგენტინის მონაწილეობით, რაც ზეწოლას ზრდის და ყველაზე მეტი კითხვა ლეო მესიზე ჩნდება, რომლისთვისაც ეს მუნდიალი უკანსკნელი შანსია, რომ სანაკრებო ტიტული მოიპოვოს.

ქომაგები შემტევი თამაშის მომხრე არიან და ასეთ სტილში გამარჯვებას ელიან, მაგრამ ბოლო წლების საუკეთესო შედეგი მუნდიალის ფინალისტობა, მათ პრაგმატული შედეგზე ორიენტირებული ფეხბურთით მიაღწიეს, რაც გულშემატკივრების უკმაყოფილებას იწვევს.

ისტორიული პანორამა

სეზარ ლუის მენოტი და კარლოს ბილარდო – თავყვანიმცემელთა უდიდესი რაოდენობის მქონე ორი მწვრთნელი, რომლებმაც არგენტინას ორი მსოფლიო ჩემპიონობა მოუტანა – მენოტიმ 1978 წელს ბილარდომ კი – 1986-ში

მენოტის ფეხურთი ლამაზი, შემტევი და კომბინაციური გახლდათ, ხოლო ბილარდოსთვის ყველა ხერხი მისაღები იყო გამარჯვებისთვის.

მენოტის ფილოსოფიაზე აწყობილი არგენტინის ნაკრებები ორჯერ ვიხილეთ 1998-ში პასარელას(მარცხი ჰოლანდიასთან მეოთხედფინალში) და 2006-ში პეკერმანის(მარცხი პენალტებში გერმანიასთან ასევე მეოთხედფინალში) ხელმძღვანელობით.

პრაგმატულად მოთამაშე არგენტინამ ორჯერ მიაღწია მსოფლიოს ფინალს. 1990 წელს და 2014 წლებში შესაბამისად ბილარდოს და საბელიას მწვრთნელობის ჟამს. 1990 წელს გუნდი მარადონა-კანიჯას იმედიად იყვნენ, საბელიას გუნდს ფლეიოფში გოლი არ გაუშვია და გზა ფინალამდე სწორედ ასე გაიარა.

დასკვნა

ხორხე სამპაოლი მენოტის სკოლის ერთ-ერთი წარმომადგენელია და იმის იმედები არსებობდა, რომ არგენტინა კომბინაციურ და შემტევ სტილს დაუბრუნდებოდა, მაგრამ სამპაოლის მცირე დრო და შეტევის გარდა არც თუ ისე ვარსკვლავურ გუნდთან უწევს მუშაობა.

სამპაოლის მოსვლა გუნდის მშენებლობაზე არ იყო გათვლილი მთავარია რაიმე ხერხით მას მუნდიალის საგზური მოეპოვებინა.

ამდენი პრობლემების ფონზე ალბათ საუკეთესო ვარიანტია, რომ გუნდმა დაცვიდან თამაშით დაცვის შეცდომები აირიდოს.

პორტუგალიის ნაკრები, რომელიც 2016 წლის ევროპის ჩემპიონი გახდა ძალიან კარგი მაგალითია ამ არგენტინის ნაკრებისთვის თუ როგორ უნდა მოიგო ტიტული, როდესაც არც თუ ისე კარგი რესურსი გაქვს.

დიდი ალბათობით გუნდის მომზადება და ორგანიზაციის ხარისხი არ ეყოფა სამპაოლის, რომ მან ღია თამაში შემოგთვაზავოს, მაგრამ თავისი პრობლემების მიუხედავად მაინც შესაძლოა მინიმუმ  მოლოდინს გადააჭარბონ და სულ ცოტა ნახევარფინალში ითამაშონ.