გოგა ბითაძე ამერიკაში სინჯებზე მიიწვიეს, ის კი ტრავმირებულია

1097

საქართველოს ნაკრების და მეგა ბიმაქსის ცენტრი გოგა ბითაძე ტრავმირებულია. მან სერბეთის სუპერლიგაში ცრვენა ზვეზდასთან 76:74 მოგებულ შეხვედრაში ვერ ითამაშა. ბითაძე წინა მატჩში ტამიშთან 73:62 მოგებულ დაპირისპირებაში, მეორე მეოთხედში დაშავდა. მიუხედავად ამისა, მან 11 წუთში 10 ქულა მაინც მოაგროვა.

ამასობაში 21 ივნისი ახლოვდება, ბრუკლინის “ბარკლაი ცენტრში” NBA-ს დრაფტია, გოგა ბითაძე კი ერთ-ერთი კანდიდატია.

გოგა ბითაძე სერბეთის სუპერლიგაში

ქულა – 16.0(მე-7)

მოხსნა – 7.8(მე-2)

პასი – 1.5

მარგი ქმედების კოეფიციენტი – 20.0(მე-6)

NBA Draft God-ის ინფორმაციით ამერიკაში რამდენიმე კალათბურთელი მიიწვიეს ე.წ workout-ზე ძანან მუსასთან და კიდევ ორ ამერიკელ კალათბურთელთან ერთად.

წყარო: popsport.com