დიმიტროვმა ჩილიჩს გადაასწრო, ბასილაშვილი ორი პოზიციით დაქვეითდა

516

ATP-ის ოფიციალურმა ვებგვერდმა დღეს განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. ათეულში მხოლოდ ერთი ცვლილებაა, გრიგორ დიმიტროვმა მარინ ჩილიჩს გადაასწრო და მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა.

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა რეიტინგში რეგრესი განიცადა. ნიკა ორი საფეხური დაქვეითდა და ამჟამად 77-ე პოზიციაზეა.

  1. რაფაელ ნადალი –8770 ქულა
  2. როჯერ ფედერერი – 8670
  3. ალექსანდრ ზვერევი – 5195
  4. გრიგორ დიმიტროვი – 4950
  5. მარინ ჩილიჩი – 4780
  6. ხუან მარინ დელ პოტრო – 4470
  7. დომინიკ ტიმი – 3545
  8. კევინ ანდერსონი – 3345
  9. ჯონ იზნერი – 3125
  10. დავიდ გოფინი – 3020

…77. ნიკოლოზ ბასილაშვილი – 732

წყარო: worldsport.com