ზლატანი: “ჩემს და მესის შორის სხვაობა არ არის”

762

ლოს-ანჯელეს “გალაქსის” ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მატჩის შემდგომ ჟურნალისტის კითხვას თუ რა სხვაობაა მასსა და მესის შორის საკმაოდ სახალისო კომენტარი გააკეთა.

ჟურნალისტი: რა სხვაობაა ზლატან იბრაჰიმოვიჩს და ლეო მესის შორის?

ზლატანი: სიმართლე გითხრათ არანაირი სხვაობა. ჩვენ ორივენი ჩემპიონთა ლიგის ფინალს სახლში ვუყურებთ.

შეგახსენებთ, რომ ჩეპიონთა ლიგის ფინალი 26 მაისს კიევში გაიმრთება.