კრიშტიანუს ტრავმის დეტალები ცნობილია

1225

გუშინდელ შეხვედრაში მადრიდის “რეალმა” 1 ქულის წამოღება შეძლო “ბარსელონადან”, თუმცა მადრიდელთა ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ პირველ ტაიმში ტრავმა მიიღო და შესვენებაზე ის მარკო ასენსიომ შეცვალა.

“ეხლა კრიშტიანუ თავს კარგად ვერ გრძნობს, თუმცა არამგონია ეს დიდი პრობლემა იყოს. ეს უბრალოდ დარტყმაა”

“ფინალზე არ ვღელავ. ის ითამაშებს. მე ვერ გეტყვით რამდენი ხანი დასჭირდება გამოსაჯანმრთელებლად, მაგრამ კრიშტიანუმ თქვა, რომ ყველაფერი არც ისე ცუდადაა. ყველაფერი უახლოს მომავალში გამოჩნდება” – აცხადებს ზინედინ ზიდანი.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი 26 მაისს კიევში გაიმართება.