მესი მსაჯს: “განავალი ხარ, ყოველთვის ერთნაირად იქცევით”

4484

„ელ კლასიკოს“ ხმაურის გარეშე არც ამჯერად ჩაუვლია.

„კამპ ნოუზე“ გამართული მატჩის შემდეგ ფეხბურთელებმა ბევრი ხმამაღალი კომენტარი გააკეთეს და ეს ძირითადად მთავარი არბიტრის ერნანდეს ერნადესისკენ იყო მიმართული.

ესპანური პრესა ლეო მესისა და მსაჯს შორის შემდგარ საუბარსაც ასაჯაროებს.

სხვადასხვა გამოცემები იდენტური შინაარსის ინფორმაციას ავრცელებენ, რომლის თანახმადაც მესიმ ერნანდესს შესვენების დროს შეურაცხყოფა მიაყენა და ის ზეწოლის ქვეშ მოაქცია.

Ondacero საუბრის შინაარსს აქვეყნებს: „კარგია, რომ მათ შანსს აძლევ (მესიმ ირონიულად დაიწყო). განავალი ხარ, განავალი ხარ, ყოველთვის ერთნაირად იქცევით. ჩემპიონატი უკვე მოვიგეთ და არ არის აუცილებელი, რომ მათ ეს მატჩი მოაგებინოთ. ეს ყველაფერი საზიზღრობაა“.

ხსენებული ინციდენტის შესახებ სერხიო რამოსმაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ შესვენების დროს მესი მთავარ არბიტრზე გავლენას ახდენდა: პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ გასახდელისკენმიმავალ გზაზე მესი მთავარ  არბიტრს ესაუბრებოდა და მასზე ზეწოლა მოახდინაამის შემდეგ კიერნანდესი კატალონიელების სასარგებლოდ მსაჯობდა.

ამ თემასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არც „ბარსელონას“ და არც მესის კომენტარი არ გაუკეთებიათ.