სატრანსფერო ნიუსები

649

ტურინის ,,იუვენტუსის” ნახევარმცველმა გერმანულ Bild-თან საუბარში პრემიერლიგაში გადასვლის სურვილი დაადასტურა. მისით კი ,,მანჩესტერი”, ,,არსენალი” და ,,ჩელსი” ინტერესდებიან.

,,იუვენტუსში” ყველაფერი რიგზეა, თუმცა მიყვარს ახალი გამოწვევები და მინდა ამჯერად ძალები ინგლისურ ფეხბურთში მოვსინჯო.

როგორც ,,ატლეტიკოს” პრეზიდენტმა განაცხადა ანტუან გრიზმანის გაყიდვას არ გეგმავს და ის კვლავ როხიბლანკოს ღირსებას დაიცავს. ყველაზე მეტად კი ფრანგით ,,ბარსელონა” ინტერესდება.

გაგრძელდება თუ არა ჰიოვედესის ტურინული კარიერა ამის შესახებ ზაფხულში გავიგებთ. როგორც ფეხბურთელი აცხადებს ახლა კარგ ფორმაში იმყოფება და მისი მიზანი იტალიური დუბლის(ჩემპიონატის და თასის) დაუფლებაა.

ჯერ კიდევ ,,შალკეს” მფლობელობაში მყოფმა ფეხბურთელმა წლევანდელ სეზონში ორჯერ ითამაშა და ერთი გოლი გაიტანა.

ჯერომ ბოატენგმა ,,ბაიერნის” დატოვების სურვილი უკვე გამოთქვა და ამის შესახებ გუნდის უფროსობასაც ესაუბრა. ის ამბობს, რომ ამ გუნდში ყველაფერს მივაღწიე ახლა კი მოვიდა დრო სხვა ლეველზე გადასვლისა.

დიდი შანსია წარმოშობით განელი მცველი ,,მანჩესტერში” ვიხილოთ. მის შემცვლელად კი ,,ბაიერნი” ,,აიაქსის” 18 წლის მცველ დე ლაიტს განიხილავს

,,ჩელსის” ბაკაიოკოს გასხვისება ნდომებია და შესაძლოა ფეხბურთელი კვლავ ,,მონაკოში” აღმოჩნდეს. გარდა ფრანგული კლუბისა მისი გადაბირება ,,დორტმუნდსაც” სურს. ლონდონურ კლუბს კი ბიუჯეტის შევსება 60 მილიონით აპირებს.