“ძნელია, როცა შენი სისწრაფის ნახევარსაც ვერ ავლენ,” – ლობჟანიძემ ბრძოლა გადარჩენისთვის დაიწყო!

710

დღეს დანიაში დაიწყო ბრძოლა გადარჩენისთვის! დღეს სუპერლიგის გასავარდნი ზონის პლეი–აუტების პირველი შეხვედრები გაიმართა.  “ჰელსინგორმა” საკუთარ კედლებში “რანდერსი” მიიღო და მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

სტუმართა შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა, საბა ლობჟანიძემ 67 წუთი ითამაშა. არადა, მისი თამაში საეჭვო იყო, წინა ტურში მუხლზე მიღებული ტრავმის გამო.

“ძნელია, როდესაც შენი სისწრაფის ნახევრით მოძრაობ. ეს ყველაფერი მუხლის ტრავმამ განაპირობა, რომელიც ბოლომდე არ მაძლევდა თავის წარმოჩენის საშუალებას. გაგვიმართლა და კარგია, რომ არ წავაგეთ. იმედი მაქვს, განმეორებითი შეხვედრა “რანდერსის” მოგებით დასრულდება”

“რაც შეეხება ჩემს ცვლილებას, მწვრთნელმა შეატყო, რომ თავისუფლად ვერ ვმოძრაობდი, შემდეგ კი შემცვალა და მითხრა, რომ განმეორებითი მატჩისთვის მოვმზადებულიყავი,” – განაცხადა ლობჟანიძემ.

პლეი–აუტების განმეორებითი შეხვედრა ზუსტად 1 კვირაში, 13 მაისს გაიმართება.

წყარო: adjarasport.com