იტალიის ჩემპიონი გარკვეულია, ბომბარდირობისთვის ბრძოლა გრძელდება

918

,,იუვენტუსის“ მორიგ ჩემპიონობას აწი ვეღარავინ დაუდგება, რადგან ,,ნაპოლის“ მეორე წრეში ფეხი კიდევ ერთხელ დაუცდა და ამჯერად ყველაფერი დასასრულს(იტალიურად la fine) ნიშნავს.

ტური ტრადიციულად შაბათ დღეს დაიწყო და სანამ საჩემპიონოდ მებრძოლ გუნდებზე მოგახსენებდეთ, მივყვეთ ქრონოლოგიურად და პირველრიგში შევეხოთ ,,მილანის“ სეზონში რიგით მე-17 გამარჯვებას, სადაც როსონერიმ საკუთარ მოედანზე  ,,ვერონა“ დაამარცხა და სერია ბ-ში ოფიციალურად გაისტუმრა.

,,მილანის“ ფეხბურთელებმა შესანიშნავი თამაში აჩვენეს და დამაჯერებელ გამარჯვებასაც მიაღწიეს, რაც მოახლოებული თასის ფინალის წინ, სადაც ,,მილანს“ ჭიდილი ,,იუვენტუსთან“ ელის ერთობ მნიშვნელოვანი იყო.

,,მილანი 4-1 ,,ჰელას ვერონა“

1-0 ჩალხანოღლუ, 2-0 კუტრონე, 3-0 აბატე, 3-1 ლი, 4-1 ბორინი

,,მილანის“ შემადგენლობა

ჯ. დონარუმა, ბონავენტურა, სუსო(ბორინი), ჩალხანოღლუ, რომანიოლი(მუსაკიო), ბონუჩი, აბატე, კუტრონე(კალინიჩი), როდრიგეზი, ლოკატელი, კესიე

,,იუვენტუსის” ვერ გაჩემპიონების თეორიები დასრულებულია და გუნდი საჩემპიონო პედესტალზე ადგილს ზედიზედ მეშვიდედ დაიკავებს. იტალიის ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურია დარჩენილი, სადაც ,,იუვენტუსმა” ორივე მატჩი უნდა დათმოს, ,,ნაპოლიმ” კი მატჩები ჯამურად 16 ბურთიანი სხვაობით უნდა იმარჯვოს, რაც წარმოუდგენელია.

,,იუვენტუსის” ტიფოზერია 36-ე სკუდეტოს ზეიმობს.

,,იუვენტუსი” 3-1 ,,ბოლონია”

0-1 ვერდი, 1-1 დე მაიო(ს.კ), 2-1 ხედირა, 3-1 დიბალა

,,იუვენტუსის” შემადგენლობა

ბუფონი, ხედირა, კუადრადო(ლიხშტაინერი), მარკიზიო, იგუაინი, დიბალა, ალექს სანდრო(ბერნარდესკი), მატუიდი(დუგლას კოშტა), ბარცალი, ასამოა, რუგანი

,,ნაპოლი” 2-2 ,,ტორინო”

1-0 მერტენსი, 1-1 ბასელი, 2-1 ჰამშიკი, 2-2 დე სილვესტრი

,,ნაპოლის შემადგენლობა

რეინა, ალანი, რუი, კალეხონი(ოუნასი), ჟორჟინიო, მერტენსი(მილიკი), ზიელინსკი(ჰამშიკი), კირიკეში, ჰისაი, ინსინიე ალბიოლი

იოლი გამარჯვება მოიპოვა ,,ინტერმა”, რომელმაც გასვლით შეხვედრაში ,,უდინეზე” (0-4) გაანადგურა, რაც შეეხება ოთხეულისთვის მებრძოლ კიდევ ერთ გუნდს ,,ლაციოს” რომაელები შინ ბერგამოს ,,ატალანტას” დაუზავდნენ (1-1).

ლაციო 71 – ინტერი 69

ამჯერად გუნდებს შორის სხვაობა ორი ქულა გახლავთ და ბოლო ტურში ეს გუნდები ,,ოლიმპიკოზე” ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.

,,უდინეზე” 0-4 ,,ინტერი”

0-1 რანოკია, 0-2 რაფინია, 0-3 იკარდი, 0-4 ვალერო

,,ინტერის” შემადგენლობა”

ჰანდანოვიჩი, კანსელო, რაფინია, იკარდი, რანოკია, ვალერო, დალბერტი, შკრინიარი, პერიშიჩი, ბროზოვიჩი, კანდრევა

,,ლაციო” 1-1 ,,ატალანტა”

გოლები: ბეროუ 0-1, კაისედო 1-1

,,ლაციოს” შემადგენლობა

სტრაკოშა, დე ვრეი, ლუკას ლეივა, ლუის ალბერტო ლულიჩი, მილინკოვიჩ სავიჩი, კასერესი, რამოსი, მარუშიჩი, მურგია

ტურის ბოლო შეხვედრაში კი ,,რომამ” ,,კალიარის” ჩენგიზ უნდერის გოლით 1-0 მოუგო და ჩემპიონთა ლიგაზე თამაში თითქმის გაინაღდა.

გასავარდნ ზონას, რაც შეეხება ამ გუნდებიდან: ,,სპალი”, ,,კიევო”, ,,კროტონე”, ,,უდინეზე”, ,,კალიარი” ერთ-ერთი გუნდს გაისად სერია ბ-ში ვიხილავთ.

ტურის ყველა შედეგი

სატურნირო მდგომარეობა

შემდეგი ტური

12.05.2018 ,,ბენევენტო” – ,,ჯენოა” 20:00

12.05.2018 ,,ინტერი” – ,,სასუოლო” 22:45

13.05.2018 ,,ბოლონია” – ,,კიევო” 17:00

13.05.2018 ,,კროტონე” – ,,ლაციო” 17:00

13.05.2018 ,,ფიორენტინა” – ,,კალიარი” 17:00

13.05.2018 ,,ჰელას ვერონა” – ,,უდინეზე” 17:00

13.05.2018 ,,ტორინო” – ,,სპალი” 17:00

13.05.2018 ,,ატალანტა” – ,,მილანი” 20:00

13.05.2018 ,,სამპდორია” – ,,ნაპოლი” 22:45

13.05.2018 ,,რომა” – ,,იუვენტუსი” 22:45

 

ბომბარდირები

1.ჩირო იმობილე(,,ლაციო”) 29

2.მაურო იკარდი(,,ინტერი”) 28

3.პაულო დიბალა (,,იუვენტუსი”) 22

4.ფაბიო კვალიარელა(,,სამპდორია”) 19

5.დრის მერტენსი(,,ნაპოლი”) 18

 

მეპასეები

1.დუგლას კოშტა(,,იუვენტუსი”) 10

2.ლუის ალბერტო(,,ლაციო”) 9

3.ჩირო იმობილე(,,ლაციო”) 9

4.რაჯა ნაინგოლანი(,,რომა”) 8

5.გასტონ რამირეზი(,,სამპდორია”) 8