ავსტრიულმა მედიამ ქვილითაია გამოარჩია

553

ავსტრიული ვენის ”რაპიდის” ქართველი თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია ORF Sport-ის ვერსიით ბუნდესლიგის 33-ე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. 24 წლის ქართველმა ფორვარდმა ავსტრიის ჩემპიონატის გასულ ტურში ”ლინცს” გაუტანა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონის ბუნდესლიგაში 29 მატჩში 10 გოლი შეაგდო.

33-ე ტურში ”ლინცთან” გასვლით შეხვედრაში 41-ე წუთზე მურგის საგოლე გადაცემით ქვილითაიამ ისარგებლა და მიმდინარე სეზონში ავსტრიის ჩემპონატში მე-10 გოლი შეაგდო. მატჩის არბიტრმა 55-ე წუთზე ქვილითაია გააფრთხილა. 88-ე წუთზე ქართველი შემტევი შეცვალეს.

თბილისის ”დინამოს” ყოფილმა ფორვარდმა ”რაპიდის” მაისურით ჩატარებულ უკანასკნელ 8 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა. 2016 წლიდან ”რაპიდის” ფეხბურთელია. ავსტრიული გუნდის მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 67 მატჩში 22 გოლი შეაგდო (17 – ბუნდესლიგა, 4 – ავსტრიის თასი, 1 – ევროპა ლიგა).