მუნდიალი იოზილის გარეშე?

624

ლონდონური “არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა განაცხადა, რომ ნახევარმცველი მესუთ იოზილი ინგლისის პრემიერ ლიგის დარჩენილ მატჩებში ტრავმის გამო ვერ ითამაშებს. ფრანგმა სპეციალისტმა არ იცის, მოახერხებს თუ არა მესუთი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას.

“ვფიქრობ, იოზილისთვის სეზონი დასრულებულია. მას კვლავ ზურგის პრობლემები აქვს. არ ვიცი, შეუშლის თუ არა ხელს მას ეს ტრავმა მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშში,“ – ციტირებს ვენგერს Sky Sports-ი.

თავის მხრივ, გერმანიის ნაკრების გულშემატკივართა ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ მოთამაშეს სჯერა, რომ მუნდიალის დაწყებამდე მომჯობინდება და გუნდის დახმარებას მოახერხებს.

წყარო: adjarasport.com