სუარესი ვარანთან ეპიზოდის შესახებ გამოტყდა

773

“ბარსელონას“ თავდამსხმელმა ლუის სუარესმა აღიარა, რომ გუშინ გამართულ “ელ კლასიკოში“ მეორე გოლის გატანამდე, მის მიერ წამოწყებული შეტევის დროს მადრიდის „რეალის“ მცველ რაფაელ ვარანს ფეხი ფეხში ჩაარტყა.

“ვფიქრობ, იმ ეპიზოდში თამაშის წესის მცირე დარღვევა იყო, რადგან ვარანი ბურთს აკონტროლებდა, ხოლო მე ფეხში ჩავარტყი. “კლასიკო“ ყოველთვის ასეთ პირობებში იმართება. გამარჯვება ორივე გუნდს სურდა, მაგრამ ყველაფერი ფრედ დასრულდა”

“ბუნებრივია, გამარჯვება გვინდოდა, მაგრამ სერხი რობერტოს გაძევებამ ხელი შეგვიშალა. გუნდმა საუცხოოდ იმუშავა, ფრე ცუდი შედეგი არაა“ – იუწყება ურუგვაელი ფეხბურთელის სიტყვებს ინტერნეტპორტალი as.com-ი.