ცუდი მოლოდინი გამართლდა: კოშელნი მუნდიალზე ვერ მიდის!

575

საფრანგეთის ნაკრებისთვის ეს ძალიან სერიოზული დანაკლისია! ექიმების პესიმისტური მოლოდინი გამართლდა: ლორან კოშელნი მსოფლიოს ჩემპიონატს გამოტოვებს.

მეტიც: ლონდონის არსენალის 32 წლის მცველი არა მარტო მუნდიალზე ვერ ითამაშებს, არამედ საეჭვოა, წელს საერთოდ შეძლოს მოედანზე გასვლა.

კოშელნი ევროპალიგის საპასუხო ნახევარფინალურ შეხვედრაში (ატლეტიკოსთან) დაშავდა. “ლორანი განადგურებულია,” – ეს არსენ ვენგერის სიტყვებია. “კოშელნის ტრავმა ჩვენთვის უდიდესი დარტყმაა,” – აცხადებს საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი დიდიე დეშამი.

წყარო: popsport.com