კავანი:“ჩემი მომავალი პსჟ-შია“

574

პსჟ-ს თავდამსხმელმა ედინსონ კავანიმ გადაჭრით განაცხადა, რომ თავის მომავალს მხოლოდ პარიზულ კლუბში ხედავს.

“უდავოა, რომ ჩემი მომავალი აქაა. ეს კარგი და ინტენსიური სეზონი იყო. ჩვენ ასეთი მომენტებით უნდა დავტკბეთ. გულშემატკივრებით კმაყოფილი ვარ და აქ ყოფნა მახარებს.

ზედიზედ 4-ჯერ საფრანგეთის თასზე გამარჯვება პსჟ-ს ისტორიისთვის მნიშვნელოვანია. ჩვენ აქ კლუბისთვის ტიტულების მოსაგებად ვართ.

მინდა უნაის მადლობა გადავუხადო. ის ყოველ დღე პსჟ-სთვის ბოლომდე იხარჯებოდა“ – იუწყება 31 წლის ურუგვაელი ფეხბურთელის ნათქვამს espn.com-ი.
გუშინ, პსჟ-მ საფრანგეთის თასის ფინალში მე-3 ლიგის “ლე ერბიე“ 2:0 დაამარცხა და მიმდინარე სეზონში მესამე ტიტული მოიპოვა. მანამდე, პარიზელებმა საფრანგეთის ჩემპიონატში გაიმარჯვეს და ლიგის თასს დაეუფლნენ.

წყარო: adjarasport.com