კლოპი: “დემბელე იყიდება? მისით დაინტერესებული ვარ”

676

კატალონიის “ბარსელონას” ფრანგი შემტევი, უსმან დემბელე მერსისაიდული “ლივერპულის” მთავარი მწვრთნელის, იურგენ კლოპის ინტერესთა სფეროში მოექცა.

კვირას პრეს-კონფერენციაზე კლოპს კითხეს, არის თუ არა ის დაინტერესებული დემბელეს შეძენით, რაზედაც მან შემდეგნაირი პასუხი გასცა:

“ის რა, იყიდება? მაშინ მე მისი შეძენით ვინტერესდები”, – განაცხადა კლოპმა.

უცხოურმა ავტორიტეტულმა გამოცემამ – Daily Mail-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, “ბარსელონა” მზადაა ზაფხულში უსმან დემბელეს შეელიოს.

20 წლის შემტევი კატალონიურ კლუბში გასულ ზაფხულს, დორტმუნდის “ბორუსიადან” გადავიდა. “ბლაუგრანელებმა” მასში 95 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადეს.

წყარო: adjarasport.com