ლევანდოვსკი ინგლისურ გრანდში?

868

უკვე კარგა ხანია, რაც “მადრიდის რეალი” ბაიერნიდან რობერტ ლევანდოვსკის შეძენას ცდილობს, თუმცა როგორც ხედავთ ამაოდ. გერმანელებმა ბლანკოსის ყველა წინადადება დაბლოკეს და პოლონელი კვლავ მიუნხენელთა ღირსებას იცავს.

ბრიტანული პრესის ინფორმაციით, სამეფო გუნდი არ არის ერთადერთი კლუბი, რომელსაც ლევანდოვსკის გადაბირება უნდა. როგორც ცნობილია მე-9 ნომრის საკუთარ რიგებში ხილვა “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელობასაც სურს. მისი ოლდ ტრაფორდზე გადასვლა პირადად ჟოზე მოურინიოს მოუწადინებია და წითელი ეშმაკების ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი სწორედ აღნიშნული ტრანსფერი იქნება.

მიმდინარე სეზონში 29 წლის ფეხბურთელმა 46 მატჩი ჩაატარა და 40 გოლი გაიტანა.