ტერ შტეგენი: “არ მინდა, რომ ვალდესს ვგავდე“

734

გერმანელმა მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა განაცხადა, რომ არ მოსწონს, როცა კატალონიური “ბარსელონას“ ყოფილ გოლკიპერ ვიქტორ ვალდესს ადარებენ.

“არ ვარ ვალდესისნაირი და არ მინდა, რომ მას ვგავდე. ჩვენი სტილი ერთმანეთისგან განსხვავდება. ოლივერ კანს ვეტოლები, უპირველესად, მისი მენტალიტეტის გამო.”

“ორივე ფეხით კარგად თამაში რომ არ შემეძლოს, “ბარსელონაში“ ვერ ვიქნებოდი. არსებობენ მეკარეები, რომლებიც ნებისმიერ სათამაშო სტილს ერგებიან – თუნდაც, ედერსონი ან კლაუდიო ბრავო, ასეთები არიან. თუმცა სხვა მაგალითებიც გვაქვს. მე რომ ბუფონის ადგილი დავიკავო, ალბათ, “იუვენტუსში“ ვერ ვიქნები ისეთი, როგორიც ახლა ვარ,“ – ციტირებს ტერ შტეგენს Marca.

Adjarasport