ცნობილია – რა იკითხა უპირველესად სერ ალექსმა კომიდან გამოსვლის მერე?

694

“მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდარული ექსთავკაცი ალექს ფერგიუსონი 7 მაისს კომიდან გამოვიდა, ახლა კი, უკვე ახლობლებთან და მეგობრებთან საუბარს ახერხებს. თურმე, პირველი თემა, რომლითაც შოტლანდიელი დაინტერესდა, თავისი შვილის, დარენის ამბებია – იგი ინგლისის პირველი ლიგის კლუბ “დონკასტერ როვერსს“ წვრთნის და სანამ სერ ალექსი სიკვდილს ებრძოდა, მისი გუნდი სეზონის დასკვნით მატჩს “უიგანთან“ (0:1) ატარებდა. ამის შესახებ ბრიტანული ტაბლოიდი The Sun-ი წერს.

ფერგიუსონი ამ დროისთვის კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება, მაგრამ ახლა ექიმები მისი საბოლოო მომჯობინების შესახებ ოპტიმისტურად არიან განწყობილნი.

როგორც მედიაში დაიწერა, ფერგიუსონის სარეაბილიტაციო პერსპექტივების შესახებ, დღეს უნდა გაცხადდეს.

წყარო: adjarasport.com