ობამეიანგმა პრემიერ ლიგაში გოლების რეკორდი დაამყარა

720

დორტმუნდის “ბორუსიას“ ყოფილმა ფორვარდმა პიერ-ემერიკ ობამეიანგმა ინგლისის პრემიერ ლიგის 31-ე ტურის გადატანილ მატჩში “ლესტერთან“ სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა და მეორე ტაიმში, ანგარიში გაათანაბრა.

პრემიერ ლიგის ისტორიაში გაბონელი “მეთოფეთა“ ყველაზე სწრაფი გამტანი გახდა. ობამეიანგმა ტურნირში გამართულ პირველ 12 მატჩში მეტოქეთა კარი 9-ჯერ აიღო, რაც თურმე, საუკეთესო მაჩვენებელია.  ამის შესახებ ტვიტერის გვერდი Gracenote Live იუწყება. სათქმელია, რომ გატანილი გოლების გარდა, ობამეიანგმა აღნიშნულ მატჩებში ოთხი ასისტიც გააკეთა.

“ლესტერთან“ გასვლითი მატჩი “არსენალმა“ მაინც წააგო: “მეთოფეები“ ორი ბურთის სხვაობით, 1:3 დამარცხდნენ.

წყარო: adjarasport.com