პსჟ ნეიმარში თითქმის იგივეს ითხოვს

912

ცნობილია, რომ მადრიდის რეალი უკვე დიდი ხანია რაც ნეიმარის შეძენას ცდილობს.

AS-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფრანგული გუნდი მზადაა მე-10 ნომრის გასაშვებად, ოღონდ იმ შემთხვევაში თუ ესპანელები 260 მილიონს ევროს გადაიხდიან.

მოგეხსენებათ უნაი ემერის გუნდმა 26 წლის ფეხბურთელი გასული სეზონის დასაწყისში ბარსელონადან 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა და ამიტომ არ უნდა გვიკვირდეს, რომ ფრანგული გუნდი ამხელა თანხას ითხოვს.

აქვე იმასაც, გეტყვით, რომ თავად ფეხბურთელსაც არ სურს პსჟ-ში კარიერის გაგრძელება და ესპანეთში დაბრუნების სურვილი აქვს.

მოგეხსენებათ, ამ მომენტისთვის ნეიმარს ტრავმა აქვს და მსოფლიო ჩემპიონატამდე იგი მოედანზე არ გავა.

მიმდინარე სეზონში მეგავარსკვლავმა 30 მატჩი ჩაატარა და 28 გოლი გაიტანა.

Leadersport