ბრაზილია – მუნდიალის შესახებ (ნაწილი 1)

644

ბრაზილია იმედოვნებს, რომ 16 წლიანი პაუზის შემდეგ კვლავ მოიპოვებს მსოფლიო თასს. ჩვენი მომდევნო სასაუბრო თემა სწორედ სელესაო იქნება.

ბრაზილიამ შესარჩევი ერთი ამოსუნთქვით ძალზედ წარმატებულად გაიარა იყო მძიმე სტარტი, მაგრამ ტიტეს მოსვლა ეფექტური აღმოჩნდა და ეს მათ ბურთების შეფარდებაზეც ისახებოდა 41 გატანილი გოლი 11 გაშვებული გოლის წინააღმდეგ. ბრაზილია პირველი ნაკრებია, რომელმაც მსოფლიოს საგზური მოიპოვა.

მთავარი კითხვის ნიშნები კი ნეიმარზე მიდის. რამდენად მზად ყოფნაში შეხვდება ყვითლების ლიდერი მუნდიალს ?

მეკარე

აქ ორ ძალიან სიმპატიურ კიპერზე გვიწევს საუბარი – ალისონ ბეკერი და ედერსონ მორაეში

ალისონი – გერმანული წარმოშობის მქონე მეკარე კარიერის საუკეთესო სეზონს ატარებს, რამაც მისით ტოპ კლუბების დაინტერესება გამოიწვია.

ედერსონი – ის გვარდიოლას მოთხოვნით იქნა მიწვეული ,,მანჩესტერ სიტიში” და შეიძლება ითქვას კატალონიელი სპეციალისტის საფეხბურთო ცოდნა ამით კიდევ ერთხელ დამტკიცდა. ედერსონი საკმაოდ საიმედო კიპერია, რომლის პლიუსი ფეხით თამაშია, რის გამო ერთ დროს პეპმა ჯო ჰარტი დაიწუნა და გუნდიდანაც გაუშვა.

ბრაზილიის კარი საიმედო ხელშია

მცველები

ტიაგო სილვა, დანიელ ალვეში, მარსელო და სხვანი. ასეა საქმე დღევანდელი ბრაზილიის დაცვის ხაზში, რომელიც სელესაოში ყველაზე საიმედო რგოლად ითვლება.

ცენტრალურ ზონას დიდი ალბათობით უფრო ძალისმიერი მირანდა და უფრო ტექნიკური სილვა  შეავსებენ. ტიაგო გამოირჩევა პოზიციური სიძლიერით და შეტევის წამოწყების კარგი შესაძლებლობებით, ხოლო მირანდა უფრო ხისტად მოთამაშეა. მარკინიოსი კი თადარიგიდან ამ რგოლს კიდევ უფრო აძლიერებს.

მარჯვნიდან – დანი ალვეში, ხოლო მარცხნიდან – მარსელოს ვიხილავთ, რომელიც მართლაც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ტანდემი იქნება დაცვის ფლანგებიდან მთლიანად ჩემპიონატზე. დანი  ამჯერად ტრავმირებულია, მაგრამ ის მაინც ითამაშებს მსოფლიოზე, ხოლო მარსელო მუნდიალს ძალიან კარგ ფორმაში ხვდება. მან ,,რეალის” სამივე მეტოქეს გაუტანა და ,,რეალის” ფინალში გასვლაში დიდი როლი ითამაშა.

მათ რეზერვში ალექს სანდრო და დანილო იქნებიან.