“როგორ მეზეიმა “ბარსასთან“ გოლი, როცა ფერგიუსონი სიცოცხლისთვის იბრძოდა?“

991

“რეალის“ პორტუგალიელმა ვარსკვლავმა კრიშტიანუ რონალდუმ ახსნა, რატომ არ აღნიშნა ესპანეთის ჩემპიონატის მატჩში “ბარსელონასთან“ (2:2) გატანილი გოლი. მადრიდელთა შეტევების ლიდერი გატანილ ბურთს უჩვეულოდ მშვიდი რეაქციით შეხვდა, კრიშტიანუს თქმით, იგი ასე სერ ალექს ფერგიუსონის გამო მოიქცა.

“როგორ მეზეიმა, როცა ადამიანი, რომელმაც ფეხბურთი მასწავლა, სიცოცხლისთვის იბრძოდა?!“ – ციტირებს რონალდუს Daily Star-ი.

“მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდარული ექსთავკაცი ალექს ფერგიუსონი 5 მაისს საავადმყოფოში ინსულტის გამო გადაიყვანეს. სწორედ ფერგის ეპოქაში, რონალდუ “მანჩესტერ იუნაიტედში“ 2003 წელს, “სპორტინგიდან“ გადაბარგდა. ინგლისურ კლუბში მან ექვსი სეზონი გაატარა, 2008-ში “ოქროს ბურთი“ და უეფას ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ერთი წლის მერე კი, იმ მომენტისთვის სარეკორდო, €94 მილიონად, “რეალში“ გადავიდა.

Adjarasport.com