რომარიო ჟეზუსს: “სექსით მეტად დაკავდი“

768

ლეგენდარულმა თავდამსხმელმა რომარიომ, რომელმაც 1994 წელს ბრაზიილის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, “მანჩესტერ სიტის“ ფორვარდ გაბრიელ ჟესუსს მომავალი მუნდიალის წინ ორიგინალური რჩევა მისცა.

“სექსით მეტად დაკავდი. ეს ჩემი ერთ-ერთი რჩევაა. გარდა ამისა, შეეცადე დასვენების დღეები კარგად გაატარო. თუმცა, სათამაშო დღეებში და მატჩის დროს როგორც საჭიროა კონცენტრირება უნდა შეძლო. საგოლე მომენტებს ისე მოეპყარი თითქოს მეტი შანსი აღარ გექნება“ – ციტირებს რომარიოს ინტერნეტპორტალი lance.com-ი.

21 წლის ჟეზუსმა 2017-2018 წლების სეზონში ბრაზილიის ფეხბურთელთა ეროვნულ გუნდში 8-ჯერ ითამაშა და 4 გოლი გაიტანა.

adjarasport.com