ჩაკვეტაძემ სეზონი ნაადრევად დაასრულა

631

გუშინ, 10 მაისს, ბელგიის იუპერლიგის საჩემპიონო ჯგუფის მერვე ტურის შეხვედრები გაიმართა. გენკმა გენტს უმასპინძლა და ფრე-1:1 ეთამაშა.

სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო ახალგაზრდა ქართველი შემტევი გიორგი ჩაკვეტაძე. 18 წლის ქართველმა ლეგიონერმა მე-15 წუთზე ტექნიკური მოძრაობით საგოლე გადაცემა შეასრულა, თუმცა პირველივე ტაიმში მოედანი ნაადრევად დატოვა.

33-ე წუთზე ჩაკვეტაძის ცვლილების მიზეზი ტერფის ტრავმა გახდა. ბელგიური მედიის ინფორმაციით, მისი დაზიანება პირველადი შემოწმებით რთულია და სეზონის დარჩენილ ორ მატჩს გამოტოვებს. ზუსტი ინფორმაცია უახლოეს საათებში გახდება ცნობილი.

გენტი 33 ქულით მეოთხე ადგილზეა და ევროპის ლიგაზე გასასვლელად იბრძვის. მომდევნო ბოლოსწინა ტურის მატჩს ჩაკვეტაძის გუნდი ანდერლეხტთან შინ, 13 მაისს გამართავს.

Leadersport