ვენგერი VS …….

646

უკანასკნელი 22 წლის განმავლობაში ინგლისის პრემიერ ლიგის სხვადასხვა კლუბებში მოდიოდნენ და მიდიოდნენ, მაგრამ არსენ ვენგერი, საკუთარ თანამდებობაზე უცვლელად რჩებოდა.

ამ სეზონის დასრულების მერე ფრანგი სპეციალისტი “არსენალს“ დატოვებს – ამის შესახებ, თვითონ მუსიე არსენმა სამი კვირს წინ განაცხადა. ვენგერის წასვლით დასრულდება მთელი 22-სეზონიანი ეპოქა, რომლის დროსაც, ინგლისის პრემიერ ლიგაში მწვრთნელი მხოლოდ ერთ კლუბს არ შეუცვლია.

სტატისტიკის მოყვარულებმა გამოთვალეს, რომ იმ 7894 დღეში, რომელიც ვენგერმა ლონდონში გაატარა, ფრანგმა 826 მწვრთნელი “გამოსცადა“ – თურმე, პრემიერ ლიგის სხვა კლუბებიდან, მთავარი მწვრთნელის თანამდებობა აღნიშნული ოდენობით დატოვეს. ამგვარად, ეს ნიშნვს, რომ ამ დროის განმავლობაში, ერთ კლუბში საშუალოდ 18.4 მწვრთნელი შეიცვალა.

პრემიერ ლიგის 38-ე ტურში “ჰადერსფილდის“ წინააღმდეგ მატჩი ვენგერისთვის “არსენალის“ მწვრთნელის რანგში 828-ე და ამავდროულად, საბოლოო იქნება.

წყარო: adjarasport.com