ზიდანმა ნეიმარზე, ჩემპიონთა ლიგის ფინალზე და “სელტასთან” მატჩზე ისაუბრა

890

„სელტასთან“ სეზონის ბოლო მატჩის წინ ზიდანმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა და აღიარა, რომ „ლა ლიგის“ მოგება საკმაოდ რთულია, თუმცა საბოლოოდ ჩემპიონთა ლიგა უფრო მნიშვნელოვანი ტურნირია.

ფრანგმა სამომავლო მატჩზეც ისაუბრა და განაცხადა:„ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვართ და ტიტულის დაცვას ყველანაირად ვეცდებით. ჩემპიონთა ლიგა ის ტურნირია, რომლის მოგებაც ყველას სურს. რამდენიმე დღის წინ ვთქვი, რომ „ლა ლიგის“ ტიტულის მოპოვება საკმაოდ რთულია, თუმცა ჩემპიონთა ლიგა სწორედ ის ტურნირია, რომლის მოგებაც ყველაზე მნიშვნელოვანია“.

ზიდანმა კომენტარმა „სელტასთან“ მატჩის შესახებაც გააკეთა და აღნიშნა: „ ბოლო საშინაო შეხვედრა საშინლად ჩავატარეთ. გვსურს ქომაგები გავაბედნიეროთ და სეზონი გამარჯვებით დავასრულოთ“.

მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე “ზიზუს“ პასუხის გაცემა ნეიმართან დაკავშირებული კითხვების შესახებ მოუწია. ერთ-ერთი მათგანი კრიშტიანუსა და ნეიმარის შეწყობის პრობლემატურობასაც შეეხებოდა. „რეალის“ მწვრთნელმა პირადი გამოცდილება გაიხსენა და განაცხადა: „რამდენად კარგად შეეთამაშება კრიშტიანუს? კარგი ფეხბურთელები მოედანზე ერთმანეთს იდეალურად უგებენ. თავის დროზე მეც მითხრეს, რომ ჯორკაეფს ვერ შევეწყობოდი. მოედნის მიღმა რა ხდებოდა ვერ გეტყვით მაგრამ მინდორზე ურთიერთგაგების პრობლემა ნამდვილად არ გვქონია“.

კითხვას, მიმდინარეობდა თუ არა ბრაზილიელთან მოლაპარაკებები, ფრანგმა ასეთი პასუხი გასცა:„წარმოდგენა არ მაქვს კლუბი მოლაპარაკებებს ნეიმართან აწარმოებს თუ არა. მისი გუნდში გადმოყვანა ნამდვილად არ მომითხოვია. იმედი მაქვს, რომ სეზონს წარმატებით დავასრულებთ და მსგავს საკითხებს მოგვიანებით განვიხილავთ”.