მუნდიალის მაღალანაზღაურებადი მწვრთნელები

674

ჰოლანდიური ტელეარხის Zoomin TV-ის ჟურნალისტებმა საინტერესო რეიტინგი შეადგინეს, რომელშიც 2018 წლის მუნდიალის მონაწილე 32 ნაკრებების მწვრთნელთა ხელფასებია წარმოდგენილი.

რეიტინგის სათავეში გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იოახიმ ლიოვია. მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონების თავკაცის ხელფასი წელიწადში 3,8 მილიონი ევროა. სიაში მეორე ადგილს ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ტიტე იკავებს – 3,4 მილიონით. პირველ სამეულშია და ამდენივეს იღებს საფრანგეთის ეროვნული გუნდის თავკაცი დიდიე დეშამიც.

მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე 32 ნაკრების მწვრთნელებიდან ყველაზე დაბალი ანაზღაურება სენეგალის ნაკრების თავკაც ალიუ სისეს აქვს – მისი წლიური გასამრჯელო 200 000 ევროა. სისეზე ცოტა მეტი აქვთ პოლონეთის ნაკრების დამრიგებელ ადამ ნავალკასა (268 000) და სერბეთის მწვრთნელ მლადენ კრსტაიჩს (298 000).

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატი რუსეთში 14 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით გაიმართება.

მუნდიალზე ყველაზე მაღალანაზღაურებად მწვრთნელთა ტოპ-ათეული:

1. იოახიმ ლიოვი (გერმანია) – 3,8 მილიონი ევრო წელიწადში.

2-3. ტიტე (ბრაზილია) – 3,4 მლნ.

2-3. დიდიე დეშამი (საფრანგეთი) – 3,4 მლნ.

4. ხულიენ ლოპეტეგი (ესპანეთი) – 2,9 მლნ.

5. სტანისლავ ჩერჩესოვი (რუსეთი) – 2,5 მლნ.

6. ფერნანდუ სანტუში (პორტუგალია) – 2,18 მლნ.

7-8. კარლუშ კეირუში (ირანი) – 1,9 მლნ.

7-8. გარეტ საუთგეიტი (ინგლისი) – 1,9 მლნ.

9. ხორხე სამპაოლი (არგენტინა) – 1,77 მლნ.

10. ოსკარ ტაბარესი (ურუგვაი) – 1,7 მლნ.

წყარო: popsport.com