კლოპი: “ჩემპიონთა ლიგა რომ მოვიგოთ 500 წელი…”

969

“ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი იმედოვნებს, რომ 26 მაისს უეფას ჩემპიონთა ლიგის საფინალო შეხვედრაში “რეალის” წინააღმდეგ, გამარჯვებას მოიპოვებს.

“ახლა უფლება არ მაქვს მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ვიფიქრო. “ლივერპულს” უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის “ბრაიტონთან”, რომლის შემდეგაც ჩვენ კონცენტრირებულნი ვიქნებით მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაზე.

კიდევ ორი კვირა გვექნება საფინალო მატჩისთვის მოსამზადებლად. იმ შემთხვევაში, თუ “რეალს” დავამარცხებთ, ჩვენ არა 100, არამედ 500 წელი დაგვიმახსოვრებენ”, – ციტირებს FourFourTwo იურგენ კლოპს.