არტეტას თანხმობა

537

“მანჩესტერ სიტის“ თავკაც პეპ გვარდიოლას დამხმარე მიკელ არტეტა თანახმაა, რომ ლონდონის “არსენალის“ მთავარი მწვრთნელი გახდეს. ამის შესახებ Goal.com-ი იუწყება.

წყაროს ცნობით, “მეთოფეთა“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე 22 წლის განმავლობაში მომუშავე არსენ ვენგერს, სწორედ ესპანელი შეცვლის. 36 წლის არტეტამ, “არსენალთან“ ხელშეკრულება უახლოეს მომავალში უნდა გააფორმოს. ცნობილია, რომ გვარდიოლა და “მანჩესტერ სიტის“ სპორტული დირექტორი ჩიკი ბეგირისტაინი წინააღმდეგნი არ არიან, არტეტამ ლონდონური გუნდი გაწვრთნას.

აღსანიშნავია, რომ არტეტა ფეხბურთელის რანგში “არსენალის“ ღირსებას 2011-16 წლებში იცავდა.

წყარო: adjarasport.com