ოფიციალურად: მარვინ ჰიცი დორტმუნდში გადავიდა

469

“აუგსბურგის” კარის დარაჯი მარვინ ჰიცი “დორტმუნდის ბორუსიაში” გააგრძელებს კარიერას.

ამის შესახებ დორტმუნდელთა ოფიციალური გვერდი იუწყება.

“აუგსბურგში გატარებული 5 წარმატებული წელიწადის შემდგომ, გადავწყვიტე ახალი გამოწვევა მიმეღო ისეთ დიდ კლუბში როგორიც “ბორუსიაა”. მოუთმენლად ველი ჩემპიონთა ლიგაზე თამაშს” – განაცხადა შვეიცარიელმა კიპერმა.

მარვინმა 2021 წლამდე კონტრაქტს მოაწერა ხელი.