ვატო არველაძე კარიერას პოლონეთში გააგრძელებს

643

თბილისის ლოკომოტივის თავდამსხმელი ვატო არველაძე პოლონეთში გააგრძელებს კარიერას.

20 წლის ქართველმა ფორვარდმა პოლონეთის უმაღლესი ლიგის კლუბთან, კორონასთან გააფორმა ხელშეკრულება.

კონტრაქტის დეტალები მოგვიანებით გაცხადდება – ჯერჯერობით, ცნობილია ის, რომ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ვატო პოლონეთიდან თბილისში დაბრუნდება, კორონას კი ზაფხულში, სატრანსფერო ფანჯრის გახსნის შემდეგ შეუერთდება.

ვატო არველაძე ეროვნული ლიგის მიმდინარე გათამაშების ერთ-ერთი გამორჩელი ფეხბურთელია, რასაც მისი საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებში გამოძახება მოჰყვა.