რა გეგმები აქვს ბარსელონას ?

617

კატალონიური “ბარსელონა“ მზად არის, სულ მცირე, ხუთი მოთამაშე მაინც “მოიშოროს“, რათა შემადგენლობაში “ატლეტიკოს“ ვარსკვლავური შემტევი – ანტუან გრიზმანი დაიმატოს.

ესპანურ გამოცემა Sport-ზე დაყრდნობით Tribalfootball-ი იუწყება, რომ “ბლაუგრანა“ ტრანსფერზე დააყენებს დამცველ იერი მინასა და ალეიშ ვიდალს, შუახაზელ ანდრე გომეშსა და დენის სუარესს, ასევე, შემტევ პაკო ალკასერს.

აღნიშნული წყარო ირწმუნება, რომ მინა იჯარით “ბეტისს“ შეუერთდება, ხოლო სუარესი და ვიდალი, “სევილიადან“ კლემან ლანგლეს მოსაწვევად შეთანხმებაში იქნებიან გამოყენებულნი.

ამას გარდა, ალკასერისა და გომეშის გაყიდვით გამომუშავებული თანხა, გრიზმანის შეძენას მოხმარდება.

წყარო: adjarasport.com