სიტი 100 მილიონს იხდის

833

მოგეხსენებათ, ეს სეზონი მანჩესტერ სიტიმ შესანიშნავად ჩაატარა. გუნდმა დამაჯერებლად მოიგო პრემიერლიგა და გვარდიოლას შეგირდებმა ბევრს არაჩვეულებრივი ფეხბურთითაც დაამახსოვრეს თავი.

მიუხედავად ამისა ესპანელ სპეციალისტს მაინც სურს რამდენიმე ფეხბურთელის დამატება. როგორც ბრიტანული პრესა იუწყება, ქალაქელთა მთავარი სატრანსფერო საზრუნავი, ჩელსიდან ედენ აზარის გადაბირება იქნება. როგორც ცნობილია, მანჩესტერელები მზად არიან მასში 100 მილიონი ფუნტი გადაიხადონ და ფეხბურთელს კვირაში ხელფასის სახით 300 ათასი შესთავაზონ.

მიმდინარე სეზონში მე-10 ნომერმა 51 მატჩი ჩაატარა და გულშემატკივრები 17 გოლით გაახარა.

leadersport.ge