#21ის გაცილება

813

დღეს მილანში საფეხბურთო ლასკალად წოდებულ სან სიროზე ანდრეა პირლოს გაცილება შედგება, სადაც უამრავი ვარსკვლავი მიიღებს მონაწილეობას. მათ შორის არის ქალაქ თბილისის მერი კახა კალაძე და ყველაზე მეტად უცნაურია, რომ დღეს მათ რიცხვში არ არის რიკარდო კაკა

თამაში თბილისის დროით 22:30 დაიწყება

გუნდები კი შემდეგნაირად განაწილდებიან

თეთრების გუნდი: ნელსონ დიდა, კრისტიან აბიატი, ლეონარდო ბონუჩი, ჯორჯო კიელინი, ალესანდრო კოსტაკურტა, ჯუზეპე ფავალი, მარეკ იანკულოვსკი, პაოლო მალდინი, ალესანდრო ნესტა, მასიმო ოდო, დარიო შიმიჩი, ჯანლუკა ძამბროტა, ხავიერ ძანეტი, რობერტო ბარონიო, მაური კამორანეზი, ჯენარო გატუზო, ფრანკ ლამპადი, ლეონარდო, სიმონე პეპე, ანდრეა პირლო, რუი კოშტა, მარკო ვერატი, არტურო ვიდალი, რობერტო ბაჯო, ალესანდრო დელ პიერო, ანტონიო დი ნატალე, ვინჩენცო იაკინტა, ფილიპო ინძაგი, ალესანდრო მატრი, ალეშანდრე პატო, რონალდო, ფრანჩესკო ტოტი, კრისტიან ვიერი

ლურჯების გუნდი: ჯანლუიჯი ბუფონი, მარკო სტორარი, დანიელე ადანი, ანდრეა ბარცალი, დანიელე ბონერა, მარკოს კაფუ, აიმო დიანა, ჩირო ფერარა, კახაბერ კალაძე, მარკო მატერაცი, სერჟინიო, დემეტრიო ალბერტინი, მასიმო ამბროზინი, კრისტიან ბროკი, დანიელე დე როსი, ალესანდრო დიამანტი, კლაუდიო მარკიზიო, სიმონე პეროტა, კლარენს ზეედორფი, მარკო ბორიელო, ანტონიო კასანო, ფაბიო კვალიარელა, რონალდინიო, ანდრეი შევჩენკო, კარლოს ტევეზი, ლუკა ტონი, ნიკოლა ვენტოლა

თეთრების გუნდს ანტონიო კონტე და კარლო ანჩელოტი უხელმძღვანელებენ, ხოლო ლურჯებს მასიმილიანო ალეგრი, მაურო ტასოტი და რობერტო დონადონი