ანტუან გრიზმანი “ბარსელონაში“ არ გადავა

987

“ატლეტიკოს“ თავდასხმელმა ანტუან გრიზმანმა თანაგუნდელებს შეატყობინა, რომ კლუბში დარჩენას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური Marca ავრცელებს.

ფრანგი თავდამსხმელის დამატების დიდი სურვილი “ბარსელონას“ აქვს, თუმცა წყაროს მიხედვით, მან “ვანდე მეტროპოლიტანოზე“ დარჩენა გადაწყვიტა. გარდა ამისა, Marca-ს მიხედვით, 27 წლის ფეხბურთელის დარჩენა მადრიდელთა ხელმძღვანელებმაც დაადასტურეს.

გრიზმანს “ატლეტიკოსთან“ ამჟამინდელი კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს.