დელ ბოსკემ ლივერპული გაანადგურა

894

მადრიდის რეალისა და ესპანეთის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ ჩემპიონთა ლიგის მოახლოებული ფინალის წინ ისაუბრა.

„მადრიდის რეალს შესანიშნავი შემადგენლობა ჰყავს და დღეს ის მსოფლიოში საუკეთესო კლუბია. მათ ამის წარმოჩინება შაბათს შეეძლებათ. რეალი ლივერპულს 4:1 მოუგებს.

არ შემიძლია ლივერპულში ერთი ისეთი ფეხბურთელი მაინც ვიპოვნო, რომელიც მადრიდის რეალს გააუმჯობესებს.

გარეთ ბეილი და ქარიმ ბენზემა ძალიან კარგ ფორმაში არიან. ეს უკანასკნელი შესანიშნავი ფეხბურთელია. ხანდახან მას ჩავარდნა აქვს, თუმცა შეუძლია წარმოუდგენელი სანახაობის მოწყობა, კრიშტიანუ რონალდუ კი მათ ყველას უფრო უკეთესს ხდის“.-თქვა 67 წლის სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, დელ ბოსკე 8 წლის განმავლობაში ესპანეთის ნაკრებში მუშაობდა, სადაც ევროპის და მსოფლიო ჩემპიონი გახდა.