,,დორტმუნდის” ახალი თავკაცი ცნობილია

332

მეტად არეული სეზონის შემდეგ ,,დორტმუნდს” მომავალი სეზონიდან ახალი მწვრთნელი შვეიცარიელი ლუსიენ ფავრი გაწვრთნის. 60 წლის სპეციალისტს გერმანიაში მუშაობის გამოცდილება აქვს, რადგან 2007-09 წლებში ,,ჰერტას” , ხოლო 2011-15 ,,გლადბახს” ხელმძღვანელობდა.

2016 წლიდან გახლდათ ,,ნიცას” მწვრთნელი, სადაც გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგას ერთი ნაბიჯი დააკლდათ, როდესაც ფრანგული კლუბი ფლეიოფის ეტაპზე ,,ნაპოლისთან” დამარცხდა.

სულ ახლახანს დასრულებულ სეზონში კი გუნდი ევროტურნირების გარეშე დარჩა და შვეიცარიელმაც ახალი გუნდისკენ მიაშურა.