სამეფო საჭმელი: რითი იკვებება რონალდუ რათა იდეალურ ფორმაში იყოს?

1166

კრიშტიანუ რონალდუ უკვე 33 წლისაა, თუმცა ასაკის მიუხედავად იდეალურ ფიზიკურ კონდიციებში იმყოფება, ამის ერთ-ერთი მიზეზი კი მისი კვებაა.

რონალდუს აღიარებით მნიშვნელოვანია ხშირი კვება – ის დღეში ექვსჯერ იკვებება.


მაშ ასე რას მიირთმევს საუზმეზე, სადილზე და ვახშამზე სამეფო კლუბის ვარსკვლავი?

ტიპიურ დილის საუზმეში შედის სხვადასხვა შაშხის და ყველის ვარიანტები, კრუასანები, ავოკადოს ტოსტები, იოგურტები და ბევრი ხილი.


სადილად რონალდუ ყველა სხვა კერძს თევზეულს ამჯობინებს.

პორტუგალიის ნაკრების შეფ-მზარეულის თქმით რუნალდუს ხმალ-თევზა უყვარს.

რონალდუს საყვარელი კერძი – “bacalhau braz”-ია, რომელშიც შედის თევზი, ხახვი, კარტოფილი და კვერცხი.


ერთ-ერთი ინტერვიუში, რონალდუმ აღიარა, რომ მის რაციონში საკვანძო პროდუქტი ცილებია. ის ერიდება ალკოჰომს, ტკბილეულს და გადამუშავებულ ნახევარფაბრიკატებს.

“მე კონცენტრირებული ვარ, რომ ვჭამო უბრალო პროდუქტები, როგორებიცაა ახალი ხილი და ბოსტნეული, ხორბალი და ცილები” აცხადებს პროტუგალიელი.


მიუხედავად, ამისა რესტორანში რონალდუ თავს უფლებას აძლევს სტეიკი და სალათი შეუკვეთოს.

მისი წახემსება კი შეიძლება უბრალო “შპროტებით” და პურით შედგეს.