ძიუდოისტებმა დავით ქევხიშვილის კაბინეტი აჭედეს და სამუშაო სკამი ნაგვის ურნასთან დატოვეს

1536

საქართველოს ძიუდოს ფედერაციასთან ძიუდოისტთა ნაკრების წარმომადგენლები საპროტესტო აქციას მართავენ. სპორტსმენები ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის გადადგომას ისევ ითხოვენ.

პროტესტის ნიშნად, ქევხიშვილთან დაპირისპირებულმა სპორტსმენებმა მისი სამუშაო კაბინეტის კარები აჭედეს, ხოლო სამუშაო სკამი გარეთ გამოიტანეს და ნაგვის ურნასთან დატოვეს.

სპორტსმენების განმარტებით, პროტესტის ეს ფორმა ნიშნავს იმას, რომ არ სურთ, დავით ქევხიშვილი იყოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი.

არსებული ინფორმაციით, დავით ქევხიშვილი ამ დროისთვის ძიუდოს ფედერაციაში არ არის.