ანჩელოტი ნაპოლიში და სარი ?

398

ნაპოლის მთავარი მწვრთნელი ახალი სეზონიდან კარლო ანჩელოტი იქნება – ამის შესახებ იტალიური სპორტული მედიის ფლაგმანი “გაძეტა დელო სპორტი” წერს. ჩვენი იტალიელი კოლეგების ინფორმაციით, ნეაპოლელთა პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი 58 წლის ანჩელოტის რომში შეხვდა და მასთან პირველივე მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა.

“გაძეტას” ცნობით, ნაპოლის ბოსმა ანჩელოტის 2+1 სისტემის კონტრაქტი და წელიწადში 6,5 მილიონი ევრო შესთავაზა!

რაც შეეხება ნეაპოლელთა ამჟამინდელ თავკაც მაურიციო სარის – ეს უკანასკნელი, დიდი ალბათობით, სანკტ პეტერბურგის ზენიტის დამრიგებელი გახდება. შეგახსენებთ, რომ რუსულ კლუბს ასევე იტალიელი რობერტო მანჩინი წვრთნიდა, რომელმაც კონტრაქტი გაწყვიტა და იტალიის ნაკრებს ჩაუდგა სათავეში.

 წყარო: popsport.com