არგენტინა ერთ-ერთი ლიდერის გარეშე დარჩა

432

“მანჩესტერ იუნაიტედის“ არგენტინელი მეკარე სერხიო რუსეთში გასამართ მსოფლიო 2018 წლის ჩემპიონატს გამოტოვებს.

არგენტინის ეროვნული ნაკრების პრესსამსახურის ინფორმაციით, 31 წლის ფეხბურთელმა მარჯვენა მუხლის ტრავმა მიიღო. მისი შემცვლელის ვინაობა ჯერ უცნობია.

განვლილ სეზონში რომერო ინგლისურ კლუბში ძალიან იშვიათად თამაშობდა. მან ყველა ტურნირზე 10 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაუშვა, ხოლო კარი “მშრალად“ 7-ჯერ შეინახა.

წყარო: adjarasport.com