ემერი ნდობით მოხარულია

413

ლონდონის ,,არსენალის” ახალი თავკაცი უნაი ემერი იქნება. ამ პერიოდში მეთოფეებს უამრავი გამოცემა დაუკავშირდა, მაგრამ საბოლოო არჩევანი ესპანელზე შეაჩერა.

ესპანელის კომენტარი: ვამაყობ, რომ ასერთი გუნდის ახალი ერის დაწყება სწორედ მე მომანდეს. ,,არსენალი” ცნობილია ბევრი საუკეთესო თვისებით და ჩემთვის დიდი პატივია ვენგერის გზის გაგრძელება.

გუნდის მმართველებს დიდი ამბიციები აქვთ და წარმატებისთვის ყველაფრის გაკეთებას დამპირდნენ.

გასულ სეზონში 46 წლის ესპანელი სპეციალისტი ფრანგულ პსჟ-ს წვრთნიდა, როპმელსაც საფრანგეთის ლიგა 1, საფრანგეთის თასი და ლიგის თასი მოაგებინა.

ის 2013-2016 წლებში ესპანეთის “სევილიას” წვრთნიდა და ზედიზედ 3-ჯერ უეფას ევროპა ლიგაში გაამარჯვებინა.

წყარო: adjarasport.com