ესპანური დომინაცია რიცხვებში

457

2012-13 წლების სეზონში, ჩემპიონთა ლიგა ბაიერნმა მოიგო, ხოლო ევროპალიგა ჩელსიმ, მას შემდეგ თითქმის ყველაფერს ლა ლიგას წარმომადგენელი გუნდები იგებენ.

მადრიდის რეალმა ბოლო 4 ჩემპიონთა ლიგიდან 3 მოიგო, ხოლო ის დარჩენილი ერთი – ლუის ენრიკეს ბარსელონამ. ევროპალიგის თასი სევილიამ ზედიზედ სამჯერ აღმართა, ხოლო გასულ კვირას მადრიდის ატლეტიკომ ფინალში მარსელი დაამარცხა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბოლო 9 ევროპული ფინალიდან – 8 ესპანურმა კლუბებმა მოიგეს.

ჟოზე მოურინიოს მანჩესტერ იუნაიტედი იყო ბოლო არაესპანური კლუბი, რომელმაც ევროთასი მოიგო. იუნაიტედმა 2016-17 წლების ევროპალიგის ფინალში აიაქსი დაამარცხა და ტიტული არსებობის ისტორიაში პირველად მოიპოვა.

დაახლოვებით მსგავსი წარმატებული პერიოდი ჰქონდა ინგლისურ ფეხბურთს 1975-85 წლებში, სადაც ინგლისელებმა ჩემპიონთა თასი ზედიზედ 6-ჯერ მოიგეს (ლივერპული, ნოტინგემი, ასტონ ვილა) და შემდეგ 1983-84 წლებში ლივერპულმა – ბოლო 8 სეზონში, ინგლისელებს მეშვიდე ჩემპიონობა დაუმატა.

 მაგრამ უეფას თასი მაშინ ბრიტანელებმა მხოლოდ ორჯერ – 1980-1981 (იფსვიჩი) და 1983-84 (ტოტენჰემი)  წლებში აღმართეს. ინგლისური დომინაცია, მაშინ ეიზეილს ტრაგედიამ შეაჩერა, რის შემდეგაც 1985 წელს (1985-ში ევერტონმა თასების თასი მოიპოვა) ინგლისური კლუბები 5 წლით ევროთასებიდან მოკვეთეს, ხოლო მთავარი დომინანტი ლივერპული – 7 წლით.

 

მეორე წარმატებული პერიოდი ინგლისელებს 1968-71 წლებში ჰქონდათ, სადაც 12 შესაძლებელი თასიდან 7-ი კუნძულზე წაიღეს: ჩემპიონთა თასი – მანჩესტერ იუნაიტედი; თასების მფლობელთა თასი – ჩელსი და მანჩესტერ სიტი; ბაზრობათა თასი (იგივე უეფა) – არსენალი, ნიუკასლი, ლიდსი.

ეიზელის შემდეგ, ევროთასებზე იტალიური გუნდები დაწინაურდნენ – არიგო საკის მილანმა, ჩემპიონთა თასი ზედიზედ სამჯერ მოიგო და ყველაფერი აქედან დაიწყო. 1988-90 წლებში, იტალიელებმა 6 შესაძლებელი ევროთასიდან, 5 მოიგეს. ხოლო, მეოცე საუკუნის ბოლო 11 წელში, 33-დან, 15-ევროთასი აღმართეს.

მოპოვებული ევროთასების რაოდენობა ქვეყნების მიხედვით, 1975 წლიდან – ეიზელის ტრაგედიამდე(1985)

ინგლისი 11, გერმანია 5, ესპანეთი 4, იტალია 3, ბელგია 2, ჰოლანდია, შოტლანდია, შვედეთი 1

მოპოვებული ევროთასების რაოდენობა ქვეყნების მიხედვით, 1988-1999 წლებში

იტალია 15, ესპანეთი 5, ინგლისი, გერმანია 4, ჰოლანდია, საფრანგეთი 2, იუგოსლავია 1

1999დან დღემდე

ესპანეთი 18, ინგლისი 6, იტალია, პორტუგალია 3, გერმანია, რუსეთი 2, თურქეთი, ჰოლანდია, უკრაინა 1

ლა ლიგა დღეს საგრძნობლად დომინირებს. არქივებს თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ არ არსებობს პრეცენდენტი, როდესაც ერთი ქვეყნის წარმომადგენელ კლუბებს – ცხრიდან, რვა ევროთასი მოეგოთ. ასე რომ ლივერპული 26-ში არამარტო მადრიდის რეალს, არამედ მთლიანად ლა ლიგის იმპერიას უპირისპირდება.

წყარო: popsport.com