ვაიდენფელერი : 16 წლიანი ყვითელი გზა

455

ბოლო დღეებია საფეხბურთო სამყაროში მილიონობით გულშემატკივარი ბუფონის გარშემო საუბრობს, რომელმაც 17 წლიანი ტურინული კარიერა 19 მაისს დიდი ოვაციებისა და ცრემლების ფონზე დაასრულა, მაგრამ 2018 წლის სეზონის მიწურულს ჩვენ გვყავს კიდევ ერთი მეკარე, რომლის ეპოქაც სრულდება. შესაძლოა ის არ ყოფილა საუკეთესოთა შორის, თუმცა ,,დორტმუნდის“ კარის დარაჯი რომან ვაიდენფელერი ყველას პატივისცემას იმსახურებს, რადგან ერთ ფერებს 16 წლის განმვალობაში ემსახურა.

მისი 16 წლიანი გზა 2002 წლიდან იწყება, როდესაც მისი ტრანსფერი სრულიად უფასოდ განხორციელდა. 2004 წლამდე სათადარიგო მეკარე გახლდათ, ხოლო იენს ლემანის ,,არსენალში“ გადასვლის შემდეგ გუნდის მთავარი მეკარეობა შეითავსა.

ვაიდენფელერი  ყოველთვის გვემახსოვრება, როგორც დორტმუნდის ლეგენდა. ის ერთ-ერთი საუკეთესო კიპერად ითვლება შავყვითლების ისტორიაში

მის ბოლო მატჩში კი სიმბოლურად მან მოედანზე 1 წუთი გაატარა და ასე დასრულდა მისი საფეხბურთო კარიერაც.

ეს იყო დიდი სირცხვილი ასე აფასებს ამ ფაქტს ,,დორტმუნდის“ გულშემატკივართა უმეტესობა, მაგრამ იხსენებენ მის ერთადერთ თამაშს მიმდინარე სეზონში, სადაც ოთხი გოლი გაუშვა.

ჯამურად 453 თამაშში 148-ჯერ კარი მშრალად შეინახა.

ტუხელის მოთხოვნით გუნდში რომან ბიურკი მოვიდა, რომელმაც რომანი სათადარიგო კიპერად აქცია, რაც ბოლო სამი სეზონი ტუხელის წასვლის შემდეგაც გრძელდებოდა.

კარიერის განმავლობაში ორი ბუნდესლიგა, ორი გერმანიის თასი და ერთი გერმანიის სუპერთასი მოიპოვა

2013 წელს ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ფინალი და 2014 წელს გერმანიის ნაკრების რიგებში გახდა მსოფლიო ჩემპიონი.

Danke Roman – შენ ხარ ,,დორტმუნდისთვის” დიდი ფიგურა